თამარ გაბუნია: ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ ყველგან, სადაც შესაძლებელია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ თავად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სანქციები, უბრალოდ, ფორმალობაა. სტანდარტი ერთია; სანქცირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება. შრომის ინსპექცირების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ამაზე ერთად მუშაობენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 827 ადამიანს დაუდასტურდა, 1 895 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 ინფიცირებული გარდაიცვალა.