თუ კორონავირუსის შემთხვევები კიდევ მოიმატებს, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს

თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.

„ძირითადი გზავნილები, რომელიც დღეს ინტენსიურად განვიხილეთ და რომელთაც საბჭო დათანხმდა, არის შემდეგი - უნდა გამკაცრდეს დახურულ შენობებში პირბადის ტარების აღსრულება; ასევე, დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება გარე სივრცეებში 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში. თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ის, რაც დაწესებულია. ყველანაირი ტიპის თავშეყრების - ქორწილების, ქელეხების, წვეულებების, ფესტივალების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და, ეს დავალებები უკვე მიეცათ შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.