მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ერთ-ერთი, რა შეზღუდვაც მოვითხოვეთ, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იყო, მოვითხოვეთ ასევე რესტორნებში დაშვება იმ ადამიანების, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, ან ნეგატიური ტესტები აქვთ.
ასევე ვისაუბრეთ ქორწილებზე, ვერ ეშვება ეს ხალხი ქორწილებს, ამიტომ იყო წინადადება, რომ იყოს 50-კაციანი ქორწილები, ოღონდ თუ ყველა აცრილი იქნება, ან ყველა გატესტილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
3 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 34 ადამიანი. პანდემიის დაფიქსირებიდან დღემდე კი ქვეყანაში 428 670 პირს დაუდასტურდა კოვიდი, მათ შორის გარდაიცვალა 5 910 ადამიანი.