„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფარულ მოსმენებზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სუს-ი და პოლიცია კანონით დადგენილ მოსმენებს ახორციელებენ და რაზე საუბრობს მედია, არ იცის.
ცნობისათვის, „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები.
ვახტანგ გომელაური ფარულ მოსმენებზე: კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ