ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ტექსტის ნათქვამი, რომელიც ელჩის შეხვედრას აღწერს.
„დღეს ელჩი კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა და მათთან მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძირითად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლის გზები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.