აკაკი ზოიძე: აცრა გადაგარჩენთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი საფრთხე გემუქრებათ

„აცრა გადაგვარჩენს, „დელტა“ შტამს მომატებული სიკვდილობა ახასიათებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კლინიკებში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც ეს სჭირდებათ, დაზღვევის მიზნით საავამდყოფოში განთავსებამ კი შეიძლება პრობლემები შექმნას.

„აცრა გადაგარჩენთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი საფრთხე გემუქრებათ. დელტა „შტამს“ მომატებული სიკვდილობა ახასიათებს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსი 4 827 ადამიანს დაუდასტურდა.

3 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.