თურქეთში მეშვიდე დღეა, ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. 84 მილიონიანი ქვეყანა საშინელ სტიქიას ებრძვის, რადგან ეს არის ყველაზე დამანგრეველი ხანძარი, რომელიც ანადგურებს ტყეებს და მდიდარ ადგილს თურქეთის ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის სანაპიროებზე. AFP–მა მარმარისში გადაიღო ფერმერები, რომლებსაც ყვირილით გამოჰყავდათ ცხოველები ცეცხლმოკიდებული ფარდულებიდან.
„ცეცხლმა საცხოვრებელ კომპლექსებამდე მიაღწია,” - განაცხადა ქალაქ მილასის მერმა.
თურქეთის დასახმარებლდ სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც.
თურქეთში სტიქიის კერებად რჩება ანტალიის, მუღლას და ისპარტას პროვინციები. მეხანძრეები ცეცხლის 142 კერას ებრძვიან.