ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ის უნდა გადადგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტების კითხვას, უნდა გაათავისუფლონ თუ არა ენდრიუ კუომო თანამდებობიდან, თუ ის უარს იტყვის გადადგომაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა:

,,მე მესმის, რომ შტატის კანონმდებელმა იმპიჩმენტის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ", - ამბობს თეთრი სახლის ლიდერი.

ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა.

ენდრიუ კუომო ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

კუომოს თქმით, ფაქტები "ბევრად განსხვავებულია იმისგან", რაც წარმოჩენილია ანგარიშში.

"მინდა, რომ პირდაპირ ჩემგან იცოდეთ, რომ მე არასდროს არავის შევხებივარ შეუფერებლად ან გამიკეთებია შეუფერებელი სექსუალური შეთავაზება". – თქვა კუომომ.