ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლს თავს დაესხნენ

BBC-ის ინფორმაციით, ქაბულში შეიარაღებული პირები ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლს თავს დაესხნენ.

როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ბისმილა ხან მოჰამადი სახლში არ იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი მინისტრის სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ქვეყნის უშიშროების ძალებმა მინისტრის ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელეს და ოთხი თავდამსხმელები მოკლეს. ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი ფიქრობენ, რომ თავდასხმას „თალიბანის“ ოპერაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში ქაბულის ქუჩებში მოსახლეობა გავიდა და „თალიბანის“ თავდასხმები გააპროტესტა.