მზექალა შანიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ინფორაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

„კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა. მიმაჩნია, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, თავი დავიცვათ პანდემიისგან.კოვიდი ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის, ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, - ამბობს შანიძე.