ნიუ იორკი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალაქი გახდა, სადაც რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა შიდა სივრცეებში შესვლა ადამიანებს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეეძლებათ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„დრო მოვიდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა ნიუ იორკის მერმა ბილ დელ ბლასიომ.
სააგენტოს ინფორმაციით, ნიუ იორკის მოსახლეობის 60%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.
შეზღუდვის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების ზრდაა.