უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც მთავრობის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას.
ცნობისთვის, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრდებოდა.
აღნიშნული ინციდენტის გამო, უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.