ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელგია სხვა ქვეყნებისთვის წლის ბოლომდე სულ ვაქცინის ოთხი მილიონი დოზის გამოყოფას გეგმავს.
პირველ ეტაპზე, AstraZeneca-ს ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 000-ზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო.
ბელგია ასევე ვაქცინების აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას გეგმავს.