კვლევა: სრულად ვაქცინირებულებში COVID-19-ის დადასტურების შანსი სამჯერ ნაკლებია

სრულად აცრილ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს. აღნიშნულს ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

კვლევის შედეგები ინგლისში 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით თითქმის 100 000 ადამიანის ნაცხის ტესტებს ეფუძნება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ 0.63% დაინფიცირდა, ანუ 158 ადამიანიდან ერთი.

PCR-ტესტის შედეგების კვლევის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულად აცრილმა ადამიანებმა ვირუსი სხვებს გადასცენ, რადგან მათში ვირუსული დატვირთვა საშუალოდ მცირეა.

„ეს დასკვნები ჩვენს წინა მონაცემებს ადასტურებს, რომელიც ცხადყოფს, რომ ვაქცინის ორივე დოზა ინფიცირებისგან კარგ დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ინფიცირების რისკი, რადგან არცერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტური და ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი სრულად ვაქცინირებული ადამიანი მაინც შეიძლება დაავადდეს ვირუსით“, - აღნიშნა კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ ელიოტმა.