თამარ გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღიურად ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია. ამის შესახებ მან ჟურნლიასტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 7 000-მდე საწოლია მობილიზებული.

"4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა.