ევროკავშირი იტალიას, საბერძნეთს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ტყის ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარება, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვისპირა და დასავლეთ ბალკანეთის სხვადასხვა რეგიონები მოიცვა.
როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იტალიის დაზარალებული ტერიტორიების დასახმარებლად საფრანგეთიდან ორი სახანძრო თვითმფრინავი დღეს გაიგზავნება. კვიპროსს ხანძრების ჩაქრობაში საბერძნეთი დაეხმარება და ორ სახანძრო თვითმფრინავს გაუგზავნის, ალბანეთში ვერტმფრენებს ჩეხეთი და ნიდერლანდები გაგზავნის. გარდა ამისა, სლოვენია აგზავნის 45 მაშველთა გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიაში.
"ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ დახმარება იმ დროს, როდესაც ხანძარი მთელ ევროპაში მძვინვარებს. მადლობას ვუხდი კვიპროსს, ჩეხეთს, საფრანგეთს, სლოვენიასა და ნიდერლანდებს, რომ სწრაფად მოახდინეს მეხანძრეების, ვერტმფრენების და მეხანძრეების გუნდის მობილიზება იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც მძიმედ დაზარალდა", - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.