თუშეთის გზაზე მანქანა ხევში გადავარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 1 კი დაშავდა. დაშავებული გერმანელი ტურისტი ქალია და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ადგილობრივია.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.