ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. სამი რაკეტიდან ორი ისრაელის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მიწაზე ჩამოვარდა, მესამე კი საზღვარზე დაეცა. ინფორმაციას Timeofisrael-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც გამოცემა წერს, საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი სამჯერ გახსნა.
ისრაელმა გაეროს სამშვიდობოების შუამავლობით ლიბანი გააფრთხილეს, რომ თუკი საზღვარზე სიტუაცია არ დაწყნარდება, მათი საპასუხო ქმედებები უფრო უხეში იქნება.
ისრაელის მედიის ცნობით, არმიაში ვარაუდობენ, რომ რაკეტები არა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, არამედ პატარა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს.
მსგავსი შემთხვევა ბოლოს 20 ივლისს მოხდა, როდესაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს.