ბანგლადეშში, მეხის დაცემის შედეგად საქორწილო წვეულების სულ მცირე 17 სტუმარი დაიღუპა.
გავრცელებული ინფრმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა მდინარე პადმას სანაპიროზე მოხდა, სადაც ნავს, რომელსაც ქორწილის ათობით სტუმარი გადაჰყავდა, მეხი დაეცა. დაღუპულთა შორის 5 ქალი და 12 კაცია. მათივე თქმით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
კატასტროფების მართვისა და დახმარების სამინისტროს მონაცემებით, ბანგლადეშში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის ივნისამდე, მეხის დაცემის შედეგად სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა, 2020 წელს კი დაიღუპა 247 ადამიანი.