აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე მარკ ბჟეზინსკი წარადგინა.
როგორც ცნობილია, მარკ ბჟეზინსკი პოლონეთში დაბადებული ამერიკელი პოლიტოლოგისა და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბზეჟინსკის ვაჟია.
მარკ ბზეჟინსკი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2011-2015 წლებში, შვედეთში მსახურობდა ელჩად. ასევე ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის კომიტეტს არქტიკის მიმართულებით. ის ასევე იყო ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი.
გავრცელებული ინფრომაციით, ბაიდენმა უკვე შეარჩია ელჩების კანდიდატურები აფრიკული ქვეყნებისთვის. კერძოდ, ტოგოში, ბენინსა და მალავიში.
ახლად შერჩეული დიპლომატები სენატმა უნდა დაამტკიცოს.