დიდმა ბრიტანეთმა საქართველო "წითელ სიაში" შეიყვანა

კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდმა ბრიტანეთმა საქართველო "წითელ სიაში" შეიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გამგზავრების მსურველებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

საქართველო "ამჟამად ყვითელ სიაშია. წითელ სიაში გადავა 8 აგვისტოს დილის 04:00 საათიდან. თუ ამის შემდეგ ჩახვალთ ინგლისში, თქვენ უნდა დაიცვათ წითელი სიის წესები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"წითელი სიის" ქვეყნიდან ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ბრიტანეთის ან ირლანდიის მოქალაქეები ასევე, დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლების მქონე პირები შეძლებენ.

ქვეყანაში შესვლის შემდეგ, მათ საკარანტინო სასტუმროში 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. გარდა ამისა, მათ კორონავირუსზე ორი ტესტის გაკეთება მოუწევთ. ეს ეხებათ ორჯერ ვაქცინირებულ პირებსაც. ტესტის გაკეთება არ მოუწევთ 10-წლამდე ბავშვებს.