ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 3 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 670 ადამიანი დაინფიცირდა, 2 626 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.67%.

ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან 1 652 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 37 108, საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 996, აჭარაში - 762, იმერეთში - 917.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი: 1 258, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში - 124, იმერეთში -295.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 269, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 17, იმერეთში - 18.

2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 - თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 998 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 622 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 334, პირი, აჭარაში - 4 433, იმერეთში - 3 139.