5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 564 691-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას .დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 845-მა ადამიანმა გაიკეთა.