ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი - გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ.
გენომ პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე ქამალ აბდელმოტალები 11:0 დაამარცახა, მეოთხედფინალში კი ჩინელ დენგს 5:2 აჯობა.
გენოს მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ზარე იქნება.
ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.
ავთანდილ კენჭაძე პირველ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონსა და ოლიმპიურ მედალოსან, იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. თუ ჩამიზო ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.