გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.

ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გენო პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა.