არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ით 3-17 წლის ბავშვებს აცრიან

Reuters-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან.

როგორც ცნობილია, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკური კვლევები წარმატებული აღმოჩნდა.

სააგენტო წერს, რომ კვლევაში 900 ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის სამეფო ოჯახის პატარა წევრები. ყველა მათგანი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა.

აღსანიშნავია, რომ საამიროებში უკვე დაშვებულია Pfizer-ის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 78,95%-ია აცრილი, 70,57% კი ორივე დოზით.