აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 102 წლის ემინე ჯორბენაძემ გაიკეთა. ემინე Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ვაქცინაციის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.
"COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია მისი დაჟინებული თხოვნა იყო, ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად", - ნათქვამია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.