ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. დიპლომატიური უწყების ცნობით, 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის" (a very high-risk area) სტატუსი.
საელჩო ნიდერლანდებში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს:
"საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება"ნარინჯისფერი კოდი" და მას არ მიენიჭება "წითელი კოდი". ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.