ებრაჰიმ რაისი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

„ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც ამ მიზანს განახორციელებს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ებრაჰიმ რაისმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო ზეწოლა და სანქციები ხელს არ შეუშლის ირანს მისი კანონიერი უფლებების განხორციელებაში.

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ირანის პარლამენტში გაიმართა.