ევროკავშირი გეგმავს, 2035 წლამდე შეწყვიტოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა

CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებს გადაშენების პირას მყოფი მანქანების სიაში შეიყვანენ და ელექტროავტომობილებზე სრულად გადასვლას უზრუნველყოფენ.

როგორც გამოცემა წერს, ავტოინდუსტრია 2030 წლიდან ვალდებული იქნება, ახალი მანქანების საშუალო გამონაბოლქვი 55%-მდე შეამციროს, ხოლო 2035 წლიდან რეგისტრირებული ყველა მანქანა უნდა იყოს ნულოვანი გამონაბოლქვით.

ევროპას სურს იყოს პირველი კონტინენტი, რომელიც იქნება კლიმატურად ნეიტრალური 2050 წელს.

"წიაღისეული საწვავის ეკონომიკამ მიაღწია ზღვარს. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ ჯანსაღი პლანეტა, ასევე კარგი სამუშაო ადგილები რომელიც არ დააზარალებს ჩვენს ბუნებას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ელექტრო მანქანებზე გადასვლის გასაადვილებლად, კომისიამ აპირებს მოთხოვოს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ელექტრო ავტომობილების დატენვის შესაძლებლობა გააფართოვონ.

როგორც ცნობილია, დამუხტვის პუნქტები დამონტაჟდება ყოველ 60 კილომეტრზე (37.3 მილი) მთავარ მაგისტრალებზე, ხოლო ბენზინისა და დიზელის საწვავის მინიმალური გადასახადის განაკვეთი გაიზრდება.