აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

„დღეს სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე. სახელმწიფო მდივანმა და მისმა უკრაინელმა კოლეგებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ვაშინგტონში 30 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტის დროს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.