ტყის ხანძრების გამო, საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ტყის ხანძრების გამო, საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფთხილებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე, ასევე მოქალაქეები უნდა მოერიდონ არამიზნობრივ გადაადგილებას.

,,ძვირფასო თანამემამულეებო!არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგლებას.თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100,სასწრაფო დახმარება - 166", - აღნიშნულია განცხადებაში.