საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯოლდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა.
„ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ბრწყინვალე პარტნიორობისთვის. CDC-ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გასაოცარი სამუშაო აღნიშნა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და რომელმაც 2015 წლიდან 52,000-ზე მეტი ადამიანი განკურნა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.