Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთის დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი. ავტობუსში სულ 50 მგზავრი იმყოფებოდა
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა მანისას პროვინციის სომას რაიონში გამთენიისას მოხდა.
პირველადი მონაცემებით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.