CNN-მა კომპანიიდან გაათავისუფლა 3 თანამშრომელი, რომლებიც კომპანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მივიდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებს ასეთ შემთხვევებში და თანამშრომლებისგან ვაქცინაცია მოითხოვა.
„ყველა, ვინც ახალ ამბებზე, სპორტის ამბებსა და სტუდიებში მუშაობს, აცრილი უნდა იყოს. ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვაცხადებდით. ამიტომაც, ამ საკითხზე დაბნეულობა არ უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამიერიდან, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა CNN-ის ოფისში შესვლის პროცესის ფორმალური ნაწილი შეიძლება გახდეს.
გარდა ამისა, CNN-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ოქტომბრამდე გადაიდება.