შეერთებული შტატები გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზებისთვის და უკრაინის სამხედრო ძალის პოტენციალის გაძლიერებისთვის. პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ალტონ ბულანდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზებისთვის და უკრაინის სამხედრო ძალის პოტენციალის გაძლიერებისთვის.
მისივე თქმით, NATO-ს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ალიანსის სხვა ლიდერებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამასთან, ბულანდი მოუწოდებს ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, გააძლიერონ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა.
„ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვართ, საქართველოსა და უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, რაც ნიშანია, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის.
უკრაინასა და საქართველოს, რა თქმა უნდა მინიჭებული აქვთ პარტნიორების სტატუსის გაფართოებული შესაძლებლობები და ეს მიზნად ისახავს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შენარჩუნებასა და გარღმავებას. NATO-ს პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომი დემონსტრირებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა, უკრაინისა და საქართველოს მიმართ“, - აცხადებს ალტონ ბულანდი.
ვიდეომასალა „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.