თამამი გადაწყვეტილების დროა. საქართველოს NATO-ს წევრობა უნდა შესთავაზონ - ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ NATO-ს წევრობის შეთავაზების აუცილებლობაზე, „ატლანტიკური საბჭოს“ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

ლაშა დარსალიას თქმით, საქართველო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნით. ის აცხადებს, რომ საკუთარი გავლენების გასამყარებლად, რუსეთი განაგრძობს რეგიონში არსებული კონფლიქტებით მანიპულირებას, რაც „ექსკლუზიური გავლენის გაფართოებას ისახავს მიზნად.

„საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც ამჟამად რეგიონში დგას. წლების განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ინტეგრაციის პროცესში და განვავითარეთ ყველაზე სრულყოფილი პრაქტიკული თანამშრომლობა ალიანსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ახლა პოლიტიკურ განზომილებაში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი აზროვნება და თამამი სტრატეგიული გადაწყვეტილებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს შავ ზღვაში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა დარსალია აცხადებს, რომ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, საქართველო ურყევად აგრძელებს NATO-სკენ სწრაფვას რეგიონში მზარდი საფრთხეების ფონზე, საქართველოს „ხელშესახები“ მხარდაჭერა სჭირდება.

„საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და მტკიცედ გვწამს, რომ ალიანსის მომავალი წევრია. შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ რეგიონში NATOს ჩართულობა, საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის დაპირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთავაზების გარეშე, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ყველა მიღწევას, რაც ამ ქვეყნებს აქამდე, ინტეგრაციის პროცესში ჰქონდა. რადგან რუსეთი აგრძელებს მათ დესტაბილიზაციას ჰიბრიდული ომით თუ ძველი კონფლიქტებით მანიპულირებით. ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, ვაგრძელებთ NATO-სკენ სწრაფვას, რაც უპირველესად ნიშნავს დემოკრატიული ინსტიტუტების, ღირებულებების და მიღწევების დაცვას.

მაგრამ, ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი მეგობრების, უპირველეს ყოვლისა NATO-ს ხელშესახები მხარდაჭერა გვჭირდება, რაც პროპორციული იქნება იმ საშინელი გამოწვევისა, რომლის წინაშე ვდგავართ. ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ წევრობა. NATO-ს წევრობა არამხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ ასევე ეს არის ერთადერთი საშუალება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ვიდეომასალა „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.

ამავე თემაზე: პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა გააძლიერონ

საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ

როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან

საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

პარლამენტში პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს

ფილიპ რიკერი: საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა

ექსკლუზივი - ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

ცნობისათვის, რიგი ექსპერტების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით გააქტიურდეს და NATO-ს შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა, აიღეს თავის თავზე ავღანური ჯარის ტრენინგი, ასეთი სურვილი დააფიქსირა თურქეთმა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველომაც გამოიჩინოს ინიციატივა ამ კუთხით.

„ან რეგიონული მასშტაბით წარმოადგინოს ინიციატივა, იმის საკომპენსაციოდ, რომ არ გაქარწყლდეს ის კონტაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში გვქონდა და გარკვეული დივიდენდები მოჰქონდა ჩვენს ურთიერთობებში NATO-სთან“, - აღნიშნავს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია Europetime-თან.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკის ინსტიტუტის ვებგვერდზე რიგი ანალიტიკოსების ხედვებიც გამოქვეყდა:

„NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTAC) და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ფუნქციონირება და პროგრესი საქართველოსთვის NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფისთვის, პრაქტიკულად, ერთადერთ საშუალებად რჩებაავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ.

ეს არის საწვრთნელი ბაზები და საწვრთნელიმოქმედებები, რომლებსაც, როგორც წესი, მაღალი შეფასება აქვს საერთაშორისო პარტნიორებისგან. რადგანაც, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, ავღანეთის ოპერაციის საწვრთნელი განზომილება კვლავ დღის წესრიგში რჩება, საქართველოსშეუძლია სწორედ ამ მიმართულებით სცადოს და შეიძინოს ერთგვარი ნიშური ფუნქცია. (მუჩაიძე 2021; Hamilton & Coffey 2021). აღნიშნული წვრთნისა და სწავლებების ბაზები, ერთი მხრივ, თბილისმა მაქსიმალურად უნდა დატვირთოს.

მეორე მხრივ, აუცილებელია იმაზემუშაობაც, რომ პრაქტიკულად დაიწყოს საქართველომ დიალოგი NATO-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და უშუალოდ ალიანსის ოფიციალური ლოგისტიკისგანთავსებაზე საქართველოში (ძებისაშვილი 2021), რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხარისხს. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის საყურადღებო პრეცედენტები, შეიძლება, იყოს NATO-ს სრულყოფის ცენტრები (Centers ofExcellence or COEs), რომლებიც არსებობს როგორც ალიანსის წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

NATO-ს სრულყოფის ცენტრები საერთაშორისო სამხედროორგანიზაციებია, რომლებიც, ძირითადად, საწვრთნელი და საგანმანათლებლო აქტივობებით არიან დაკავებული NATO-ს წევრი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვისმსგავსი ცენტრი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაიხსნა ფინეთში (Hybridcoe.fi 2021), რომელიც NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, თუმცა ევროკავშირთან თანამშრომლობით, ამგვარი ცენტრის არსებობა ფინეთის ტერიტორიაზეალიანსისთვის სტრატეგიულად საჭირო აღმოჩნდა (NATO 2017). თბილისს შეუძლია, სწორედ მსგავს პრეცედენტებზე გააკეთოს სწორება და მსგავს გამოცდილებაზედაყრდნობით განავითაროს მუშაობა NATO-ს ინფრასტრუქტურის საქართველოსტერიტორიაზე განთავსებისთვის.

ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის ამბიციაც, რომ აშშ-ისავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო „გააღრმაოს საკუთარი ნაკვალევი“ავღანეთში (Kugelman 2021), როგორც ავღანელი ჯარისკაცების წვრთნების, ისე ქაბულისაეროპორტის დაცვის გზით.

თუკი თურქეთი აშშ-სთან, თალიბანთან და ბრიუსელთან ამ პირობებზე შეთანხმებას მიაღწევს, თბილისს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთანსტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს. (მუჩაიძე 2021; ძებისაშვილი 2021).

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის მისია NATO-სთვის და აშშ-ისთვის ყველაზე გრძელვადიანი და დიდი ოპერაცია იყო, სადაცარაწევრ სახელმწიფოებს ინტენსიური ჩართულობის ყველაზე დიდი შესაძლებლობაჰქონდათ, საქართველოს შეუძლია, რომ საკუთარი ფუნქციის ძებნა NATO-ს სხვა უფრო მცირეოპერაციებშიც დაიწყოს, როგორიცაა მისიები კოსოვოში, ერაყში ან აფრიკაში (NATO 2021e;Hamilton & Coffey 2021). განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ საქართველოს ამ რეგიონებში საერთაშორისო ოპერაციებში ჩართულობის გამოცდილება უკვე აქვს.

უდაოდ, ავღანეთის მისიის დასრულება თბილისისთვის ამცირებს NATO-სთან ურთიერთობების ისეთ სივრცეებს, როგორიცაა ალიანსისთვის როგორც სამხედრო, ისეპოლიტიკური ასპირაციის მუდმივი და უშუალო დადასტურება. თუმცა, ავღანეთის მისიისშემდეგ, თბილისს შეუძლია, დაიწყოს ახალი ნიშის ძებნა უკვე შექმნილ დადებით იმიჯსა თუ სამხედრო-ინფრასტრუქტურულ რესურსებზე დაყრდნობით“.