ელჩი დეგნანი „მტკიცე სული 2021"-ის დასკვნით ღონისძიებაზე: ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მტრები შევაჩეროთ

„ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ“, - განაცხადა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „მტკიცე სული 2021" სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე. ელჩის შეფასებით, ეს იყო წვრთვნები, რომლის მიზანიც უსაფრთხოების ამოცანებია, ეს ყველაფერი კი მსოფლიოს სტაბილურობას ემსახურება.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ და სამხედრო სწავლების წარმატებული დასასრული აღვნიშნო. აღსანიშნავია თქვენი არნახულად კარგი, შთამბეჭდავი მონაწილეობა, დიდებულია 15 მისიის მონაწილეობა, რომელიც დასრულდა. გაიზიარეთ პარტნიორობა როგორც პარტნიორებმა და მონაწილე წევრმა ქვეყნებმა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ამოცანა და წვრთნებია, როცა ნამდვილი პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა პლანზე.

„თქვენი დასწრება მეტყველებს იმაზე, რომ საგანგებო მნიშვნელეობა გაქვთ. ამ წვრთნას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. ეს აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, მოვალეობას. ამით აჩერებთ აგრესიას. თითოეული თქვენთაგანი ამას გააკეთებს. ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ. თქვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს. საქართველოს ეს ოპერატიული ძალები, ეროვნული გვარდია, სამხედრო შენაერთები კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დაწესებულებას, სხვადასხვა გაერთიანებას შორის. ჩვენ ამ კავშირში უფრო ძლიერები ვართ და მიღწეულ წარმატებას უფრო გავაძლიერებთ", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.