ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მათი ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.


ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.