ჯორჯიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის მაშველებმა ქალაქ მარიეტადან საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მაშველს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ერთკვირიანი სწავლებები ჩაუტარა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება. შესაბამისი ტექსტი საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა.
„ვულოცავთ კურსდამთავრებულებს! ჯორჯიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის მაშველებმა ქალაქ მარიეტადან საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მაშველს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ერთკვირიანი სწავლებები ჩაუტარა. კურსდამთავრებულებს შორის, ასევე, არის საქართველოს ეროვნული გვარდიის 10 და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის 4 წარმომადგენელი.წვრთნები მოიცავდა სწრაფ წყლებში ოპერაციის ჩატარების ძირეულ უნარებსა და პროცედურებს, რომლითაც დამატებით გადამზადდნენ მაშველები.ამასთანავე, მათ ნამდვილი სამაშველო ოპერაციაც ჩაატარეს, როდესაც ნავიდან გადავარდნილი მგზავრი გადაარჩინეს. ეს სიცოცხლის გადამრჩენელი პროგრამა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მეშვეობით ჩატარდა“.