გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტი შეხვედა გამართა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა. ქართველი მოჭიდავის მეტოქე ამერიკელი გეიბლ დენ სტივსონი იყო, რომელმაც ტურნირს მთავარი ფავორიტი თურქი ტაჰა აგული დაამარცხა და ყველა ბრძოლა ისე მოიგო ,რომ მექტოქეს ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.
27 წლის პეტრიაშვილმა, რომელიც გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, ამას გარდა კი, 3-ჯერ მსოფლიოს, ხოლო 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოუგია, ნახევარფინალში 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს 6:3 სძლია. საინტერესოა, რომ ქართველმა მოჭიდავემ პირველი პერიოდი 0:3 წააგო, თუმცა, მეორეში ძალიან აქტიური იყო და 6 უპასუხო ქულა მიითვალა.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.