„თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა, რაც უკანასკნელი ასეთი ფაქტია ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმების სერიაში. ამ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
„თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა Associated Press-ს განუცხადა, რომ დაჯგუფების მებრძოლებმა მოკლეს დაუა ხან მენაპალი, რომელიც მთავრობაში ხელმძღვანელობდა პრესის მიმართულებას ადგილობრივი და უცხოური მედიისთვის. „ის დაისაჯა თავისი ქმედებებისთვი“, - დაამატა მუჯაჰიდმა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ავღანეთი ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა. რამდენიმე ბოლოდროინდელი თავდასხმაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა მთავრობა ყველაზე ხშირად „თალიბანს“ აკისრებს პასუხისმგებლობას.