ბოლო 24 საათში ვაქცინა 19 067-მა ადამიანმა გაიკეთა

6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 583 647-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 182 915 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ვაქცინა 19 067-მა ადამიანმა გაიკეთა.

საქართველოში კორონავირუსი 3 780 ადამიანს დაუდასტურდა