Guardian-ი: ჰაკერებს Covid-19-ის ვაქცინის ფორმულის მოპარვა სურთ

სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ჰაკერთა ჯგუფები: ჩინეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, მოწინავე კომპანიებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დეტალების მოპარვას ცდილობენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

„ჰაკერული თავდასხმები ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ სულ უფრო გახშირდა, იმ პერიოდში, როდესაც პრეპარატის კვლევების ბოლო ფაზები მიმდინარეობს და კომპანიები სულ უფრო უახლოვდებიან საბოლოო მიზანს.

კიბერუსაფრთოების დაცვაში ასევე ჩართულია ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი. სააგენტოში აცხადებენ, რომ მზად არიან, დაიცვან „ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი“.

ადამ მეიერსი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი Crowdstrike-ის უფროსი ვიცე - პრეზიდენტი, ამბობს, რომ ქვეყნები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ დასავლურ კომპანიებსა და სააგენტოებზე ჰაკერულ თავდასხმაში, თუმცა უკვე მარტიდან, მთავარი სამიზნე COVID-19-ის ვაქცინა გახდა.

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხშირად ხორციელდება შეტევები ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.

ბრიტანული წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით არ განხორციელებულა არც ერთი „წარმატებული შეტევა“, თუმცა ამ ბრალდების ბოლომდე დადასტურება შეუძლებია. მსოფლიო მასშტაბით იყო „წარმატებული მცდელობებიც“, - წერს Guardian-ი.