"შეერთებული შტატები წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს შეუშლის ეუთო/ოდირის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, სექტემბერში დაგეგმილ დუმის არჩევნებს დამოუკიდებლად დააკვირდნენ.", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ იქნებიან ადგილზე, საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება დუმის არჩევნების პროცესს.
დეპარტამენტის განცხადებით, "რუსეთი ვერ გაექცევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრს".
"ჩვენ პატივს ვცემთ ODIHR-ის პროფესიულ გადაწყვეტილებას, რომ "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შემოიღოს შეზღუდვები არჩევნებზე დაკვირვებისას, შეუძლებელი გახადა სანდო დამოუკიდებელი დაკვირვება".
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ODIHR-ისა და საპარლამენტო ასამბლეის პრინციპულ პოზიციას, რომ მათ არ შეუძლიათ, ასეთ შემზღუდველ პირობებში ეფექტიანად დააკვირდნენ არჩევნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საარჩევნო დამკვირვებლები ვერ იქნებიან ადგილზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს დუმის არჩევნების პროცესს, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე თავად ხმის მიცემის დღეს - იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. რუსეთი ვერ გაექცევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრს", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის