თურქეთში, ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ხანძრი ორი კერის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის ორ რაიონში ხანძრის გაჩენა.

როგორც ცნობილია, ოთხმა ეჭვმიტანილმა 2 აგვისტოს მოლოტოვის კოეტეილები ისროლეს და გაქცევა სცადეს. თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. ერთი მათგანი იზმირის მეზობელი პროვინციის შესასვლელთან დააკავეს, დანარჩენები კი შემოგარენში, სადაც ადგილობრივებმა მათი ცემა სცადეს

გარდა ამისა, 3 აგვისტოს, 3 ადამიანი დაკითხვის შემდეგ, ბოდრუმის პოპულარული ტურისტული რეგიონის მახლობლად, მუმჯულარის ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ სიგარეტის ნამწვი მანქანიდან გადააგდეს.