მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვას პარლამენტმა პარასკევს გამართულ შეხვედრაზე, ხმების უმრავლესობით, დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნატალია გავრილიცას ხელმძღვანელობით, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ იგორ გროსუმ.

პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ წარდგენილ მთავრობას მხარი 61 დეპუტატმა დაუჭირა და მას 101-ადგილიან პარლამენტში 63 მანდატი აქვს.

"დღევანდელ მთავრობას აქვს უკიდურესად მნიშვნელოვანი მისია, ხალხს დაანახოს, რომ მოლდოვას რესპუბლიკას მართავენ პატიოსანი ადამიანები, კეთილგანწყობილი ადამიანები", - განაცხადა 43 წლის პრემიერმა გავრილიტამ.

გავრილიტამ პირობა დადო, რომ მომავალ კვირას გამართავს მთავრობის პირველ შეხვედრებს, რათა მინისტრთა კაბინეტმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა.

ამავდროულად, გავრილიტას მთავრობა გახდება უფრო დიდი ვიდრე ამჟამინდელი კაბინეტი, მას ექნება 13 სამინისტრო ცხრის ნაცვლად.

ინფორმაციისთვის, ახალი მთავრობა მას შემდეგ წარადგინეს, რაც სანდუს მიერ დაფუძნებულმა პროდასავლურმა და მემარჯვენე პარტიამ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ივლისში ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა.