რუმინეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება

რუმინეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

"ახლა 110-ზე მეტი რუმინელი მეხანძრე და თანამედროვე სახანძრო ტექნიკის შთამბეჭდავი ესკორტი საბერძნეთისკენ მიემართება. ეს არის პირველი ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედება რუმინელების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

თავიანთ განცხადებებში ისინი ამბობენ "ჩვენ არ დავტოვებთ საბერძნეთს მარტო ცეცხლის წინაშე! ჩვენ ვართ ჩვენი ბერძენი მეგობრების გვერდით." - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია. ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.