გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოუწოდა COVAX-ს, რომ COVID-19 ვაქცინების შედარებით ღარიბი ქვეყნებისათვის მიწოდებაზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ვშიშობ, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ, სადაც ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა COVID-19-ის წამლები, ტესტები და ვაქცინები მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იყოს და ის სამართლიანად განაწილდეს.
კანცლერის განმარტებით, განსხვავებით COVAX-ის გან, ევროკავშირს და აშშ-ს აქვთ საგრძნობი უპირატესობა ვაქცინის დოზების რეზერვების მხრივ.
„ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, COVAX-მა დაიწყოს მოლაპარაკებები მწარმობლებთან, დაფინანსებით, რომელიც მიიღეს“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა სამიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ათობით ქვეყანამ ხელი მოაწერა ვაქცინების გლობალურ გეგმას, რომელიც COVAX-ის სახელით არის ცნობილი. ის შეიქმნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და GAVI ვაქცინების ჯგუფის მიერ ვაქცინის დოზების უზრუნველსაყოფად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სხვაგვარად არ შეეძლოთ ვაქცინის მიღება.
ამ დროისთვის 5 მილიარდი დოლარი შეგროვდა COVAX - სთვის, მათ შორის 500 მილიონ ევროზე მეტი (600 მილიონი დოლარი) გერმანიის მხრიდან.