გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა

გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა, ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ საფრანგეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა, რომ თავიდან აიცილონ კარანტინი.

გარდა ამისა, რობერტ კოხის ინსტიტუტმა ნიდერლანდები მაღალი რისკის ქვეყნების სიიდან ამოიღო. ორივე გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება.

ამ ეტაპზე არსებული რეგულაციის თანახმად, თუ ტურისტები ან გერმანიის მოქალაქეები მაღალი რისკის ქვეყნიდან ბრუნდებიან, მათ კარანტინი უნდა გაიარონ, რომელიც ხუთ დღში დასრულდება, თუ კორონავირუსზე ტესტის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდება.

რობერტ კოხის ინსტიტუტმა მაღალი რისკის ზონებად ასევე გამოაცხადა ალჟირი, მაროკო, ტაილანდი და მექსიკა.